|
დასახელება:
ზრდასრულთა განათლების საკომუნიკაციო პაკეტის შემუშავება
|
| მომწოდებელი:
ზრდასრულთა განათლების ქსელი
|
|
გამოქვეყნდა: 17 მარტი
/ ბოლო ვადა: 29 მარტი
|
"საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი" აცხადებს წინადადებების მიღებას ზრდასრულთა განათლების საკომუნიკაციო პაკეტის შემუშავებაზე
ზოგადი ინფორმაცია
"საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი" (GAEN) 2014 წელს დაარსდა, გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV International საქართველოს ოფისის მიერ.
ქსელი ამ ეტაპზე აერთიანებს 15 სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრს საქართველოს მასშტაბით. ორგანიზაციის მიზანია, საქართველოში ზრდასრულთა განათლების პოპულარიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის შესახებ და ზრდასრულთა განათლების ისეთი სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის.
კონტექსტი
საქართველოში ზრდასრულთა განათლება კვლავ განვითარების ეტაპზეა და საჭიროებს როგორც სისტემურ მხარდაჭერას, ისე, საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინიციატივები ხორციელდება, ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული ქართულენოვანი ტერმინოლოგია, ერთიანი საკომუნიკაციო გზავნილები და რეკომენდაციები, რომლებიც უზრუნველყოფდა ზრდასრულთა განათლების სფეროში კომუნიკაციის თანმიმდევრულ და სტანდარტიზებულ წარმართვას.
ამგვარი რესურსის არარსებობა ართულებს ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის ეფექტიან კომუნიკაციას სხვადასხვა აუდიტორიასთან მათ შორის, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, პარტნიორ ინსტიტუციებთან და ფართო საზოგადოებასთან. შედეგად, ზრდასრულთა განათლების შესაძლებლობები ხშირად ვერ აღწევს პოტენციურ ბენეფიციარებამდე და სრულად ვერ ხდება არსებული პროგრამებისა და რესურსების გამოყენება.
ამ გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN) DVV International საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გეგმავს ზრდასრულთა განათლების საკომუნიკაციო პაკეტის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს სექტორის შესახებ ერთიანი გზავნილების ჩამოყალიბებას და ხელს შეუწყობს ზრდასრულთა განათლების სფეროში მოქმედი ორგანიზაციების საკომუნიკაციო შესაძლებლობების გაძლიერებას.
სამუშაოს მიზანი
დავალების მიზანია ზრდასრულთა განათლების შესახებ ერთიანი ეროვნული საკომუნიკაციო გზავნილების ჩამოყალიბება და გავრცელება, ასევე, სექტორის ცნობადობისა და მნიშვნელობის გაზრდა საზოგადოებაში.
ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (შემდგომში -დამკვეთი) გეგმავს დაიქირაოს ინდივიდუალური ექსპერტი ან პიარ (PR) კომპანია, რომელიც შეიმუშავებს ქართულენოვან, ადაპტირებად და მარტივად გამოსაყენებელ საკომუნიკაციო პაკეტს. აღნიშნული პაკეტი ხელს შეუწყობს ზრდასრულთა განათლების პროვაიდერებს ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელებაში და უზრუნველყოფს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ინფორმირებულობის ზრდას.
სამუშაო აღწერილობა
კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს:
** საკომუნიკაციო კონცეფციის დოკუმენტი
** ერთიანი ვიზუალური სტილის კონცეფცია
** პოსტერების პაკეტი (10 ერთეული)
** პრეზენტაციის შაბლონი
** სოციალური მედიის შაბლონები
** საკვანძო საკომუნიკაციო გზავნილების დოკუმენტი
** საკომუნიკაციო სახელმძღვანელო (PDF)
** ყველა მასალა დამკვეთს უნდა გადაეცეს რედაქტირებად ფორმატში და ბეჭდვისთვის გამზადებულ ვერსიაში.
სამუშოს მოცულობა
საკომუნიკაციო პაკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:
** პოსტერები
** უნდა შემუშავდეს 10 ვიზუალური პოსტერი (ყველა პოსტერი უნდა იყოს ადაპტირებადი და რედაქტირებადი)
მათ შორის:
- 5 თემატური პოსტერი - ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობა, უნარების განვითარება, დასაქმება, სოციალური ჩართულობა და უწყვეტი სწავლება;
- 3 პოსტერი - მიზნობრივი აუდიტორიებისთვის.
- 2 საინფორმაციო/პროგრამული პოსტერი - საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციისთვის.
პრეზენტაციის უნივერსალური შაბლონი
უნდა შემუშავდეს მრავალფუნქციური პრეზენტაციის შაბლონი (PowerPoint ან Google Slides), რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს:
** ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობა
** უნარების განვითარება
** სექტორის გამოწვევები
** დასაქმება
** სოციალური ჩართულობა
** წარმატების მაგალითები
** პარტნიორობის შესაძლებლობები
სოციალური მედიის შაბლონები
უნდა შეიქმნას სოციალური მედიის ვიზუალური შაბლონები, რომლებიც გამოყენებული იქნება:
** საგანმანათლებლო პროგრამების ანონსირებისთვის
** ღონისძიებების პოპულარიზაციისთვის
** ინფორმაციული კამპანიებისთვის
შაბლონები უნდა იყოს რედაქტირებადი (Canva ან PSD) და წარმოდგენილი მაღალი ხარისხის ფორმატებში.
საკვანძო საკომუნიკაციო გზავნილები
უნდა შემუშავდეს მიზნობრივი საკომუნიკაციო გზავნილები შემდეგი აუდიტორიებისთვის:
** ადგილობრივი თვითმმართველობა
** ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიმღები პირები
** დონორი ორგანიზაციები
** დამსაქმებლები
** ფართო საზოგადოება
თითოეული აუდიტორიისთვის უნდა მომზადდეს 5-7 ძირითადი გზავნილი.
საკომუნიკაციო სახელმძღვანელო
უნდა მომზადდეს ვიზუალურად გაფორმებული PDF სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს:
** ზრდასრულთა განათლების სექტორის მიმოხილვას
** ძირითადი ტერმინოლოგიის განმარტებებს
** წერილობითი კომუნიკაციის შაბლონებს
** წარმატების ისტორიების მომზადების რეკომენდაციებს
** საკომუნიკაციო მასალების გამოყენების ინსტრუქციებს.
სამუშაო ეტაპები
სამუშაო პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
** მოსამზადებელი კვლევა და კონცეფციის შემუშავება
** ვიზუალური მასალების დიზაინი
** საკომუნიკაციო გზავნილების შემუშავება
** სახელმძღვანელოს მომზადება
** საბოლოო რედაქტირება და პაკეტის მიწოდება
მონაცემთა ფლობა
დავალების ფარგლებში შექმნილი ყველა მასალა წარმოადგენს დამკვეთის საკუთრებას. კონტრაქტორს არ აქვს უფლება აღნიშნული მასალების გამოყენების დამკვეთის წერილობითი თანხმობის გარეშე.
მოთხოვნები და კომპეტენციები
** პროფესიული გამოცდილება
** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, სტრატეგიულ კომუნიკაციასა ან PR სფეროში;
გამოცდილება ვიზუალური და საკომუნიკაციო მასალების შემუშავებაში. (სასურველია გამოცდილება განათლების სექტორში)
ტექნიკური კომპეტენციები:
** გრაფიკული დიზაინის და კონტენტის შექმნა;
** პრეზენტაციების, სოციალური მედიისა და ბეჭდური მასალების შაბლონების შექმნა;
** ქართულ და ინგლისურ ენაზე წერითი და კომუნიკაციური უნარების მაღალ დონეზე ფლობა.
რბილი უნარები:
** კრეატიულობა და დეტალებზე ყურადღება
** სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება
** პროექტის მართვის უნარი და ვადების დაცვა
განაცხადის მოთხოვნები და ვადები
კანდიდატებმა, უნდა წარმოადგინონ:
ა. ტექნიკური წინადადება, მაქსიმუმ 5 გვერდი:
** დავალების გააზრება და ხედვა
** სამუშაო მეთოდოლოგია
** აქტივობების სამუშაო გეგმა
** CV
** პორტფოლიო
ბ. ფინანსური წინადადება
დეტალური ხარჯთაღრიცხვა, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
** ჰონორარი (ყველა გადასახადის ჩათვლით)
** სამუშაო დღეების რაოდენობა
შეფასების კრიტერიუმები
განაცხადები შეფასდება შემდეგი წონებით:
** ექსპერტის/კომპანიის გამოცდილება - 35%
** ტექნიკური წინადადება - 35%
** ფინანსური წინადადება - 30%
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 29 მარტი, 2026, 24:00
შემდგომში სრული პაკეტის მოსამზადებლად, შერჩეულ კანდიდატთან/კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმდება 2026 წლის აპრილი-მაისის პერიოდში.
თუ თქვენი მონაცემები და გამოცდილება აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განცხადებაში მითითებული დოკუმენტაცია შემდეგ ელფოსტაზე: education.gaen@gmail.com
სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ALE Toolkit Consultant
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს/კომპანიებს.
დაგვიანებული ან არასრულყოფილი განაცხადები არ განიხილება.
|
|
|
|