Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708337&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ველნესი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
ფარმაცევტული კომპანია "ველნესი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული (განიხილება არასრული განაკვეთიც), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებით და უნარებით, შეთანხმებული ფიქსირებული ანაზღაურება მზარდი ბონუსებით;
** დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა.

ფუნქცია მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვა;
** მომხმარებელთა ბაზების სეგმენტაცია, ფორმირება, მართვა და განვითარება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმართვა;
** კონტროლი/მონიტორინგი ყველა საჭირო პროცედურაზე, იმისათვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება;
** არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობის განვითარება.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: hrpartniors@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია