Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708336&print=yes&view=jobs
 
დისტრიბუტორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ემერენ გრუპი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
შპს "ემერენ გრუპი", კომპანია აწარმოებს ხარისხიან ხილ-ბოსტნის ნაწარმის შეფუთვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, კომპანიას ასევე აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი რომელიც პროდუქტს ანაწილებს საქართველოს მასშტაბით.

მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ემერენ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

მისამართი: ქ.რუსთავი
ანაზღაურება: 1800 ლარიდან
სამუშაო განრიგი: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქციები:

** სადისტრიბუციოდ მომზადებული პროდუქციის ავტომობილში ჩატვირთვა და უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფა;
** ჩატვირთული ტვირთის განაწილება სავაჭრო ობიექტებში მარშრუტის შესაბამისად;
** კონკრეტული სავაჭრო ობიექტისთვის განკუთვნილი პროდუქციის გადმოტვირთვა და მაღაზიის ტერიტორიაზე განთავსება დაუზიანებლად და ზუსტი რაოდენობით;
** სავაჭრო ქსელიდან, წინასწარ დაანონსებული ინვენტარისა და უკანდასაბრუნებელი პროდუქციის ზუსტი და უდანაკარგო ტრანსპორტირება;
** ავტომობილის ზედაპირული ტექნიკური დათვალიერება, დაზიანებების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;

ძირითადი მოთხოვნები:

** B1-C კატეგორიის მართვის მოწმობა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტის მისამართზე: careermrn@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია