Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708322&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის IT ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, ინვენტარიზაცია და ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი;
** კომპანიის ლოკალური ქსელის (LAN/Wi-Fi) ადმინისტრირება და ქსელთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** კომპიუტერული სისტემებისა და ქსელური მოწყობილობების მონიტორინგი და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება;
** სერვერული სისტემების მუშაობის კონტროლი და მონაცემთა უსაფრთხოების საბაზისო მონიტორინგი;
** კომპიუტერული ტექნიკის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება;
** თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და პრობლემების მართვა Helpdesk პრინციპით;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სამუშაოების ტექნიკური მხარდაჭერა და შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** ქსელის მუშაობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.

"ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია