Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708319&print=yes&view=jobs
 
IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Dreamland Oasis Chakvi
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

** https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
** https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
** https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას IT დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი- სასტუმროს გენერალური მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის გრძელვადიანი ტექნოლოგიური სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
** ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიზნესის ეფექტიანობასა და განვითარებას.
** კომპანიის მენეჯმენტის კონსულტირება ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და რისკებთან დაკავშირებით.
** კომპანიის IT ინფრასტრუქტურის დიზაინის, დანერგვისა და მართვის ზედამხედველობა, მათ შორის:

- ქსელები
- სერვერები
- cloud პლატფორმები
- ბიზნეს სისტემები
- სისტემების მაღალი ხელმისაწვდომობის, სტაბილურობისა და მასშტაბირებადობის უზრუნველყოფა.

** კიბერუსაფრთხოების პოლიტიკებისა და სტანდარტების შემუშავება და დანერგვა.
** კომპანიის მონაცემებისა და ტექნოლოგიური სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
** ტექნოლოგიურ რისკებზე მუდმივი მონიტორინგი და მათი ეფექტიანი მართვა.
** ორგანიზაციაში IT სერვისების ეფექტიანი მიწოდების უზრუნველყოფა.
** IT ოპერაციული პროცესებისა და მომსახურების სტანდარტების დანერგვა.
** ბიზნესის უწყვეტობისა და კატასტროფის აღდგენის გეგმების უზრუნველყოფა.
** ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა ოპერაციული ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
** კომპანიის სხვადასხვა სისტემებს შორის ინტეგრაციის უზრუნველყოფა.
** ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებით.
** IT დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა.
** ტექნოლოგიურ მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა.
** ტექნოლოგიური ინვესტიციების ეფექტიანობის შეფასება.
** IT გუნდის ჩამოყალიბება, განვითარება და მართვა.
** თანამშრომლებისთვის მიზნების, KPI-ების და შესრულების სტანდარტების განსაზღვრა.
** ინოვაციური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნა.

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, კომპიუტერულ მეცნიერებაში ან მსგავს სფეროში.
** მინიმუმ 5-10 წლიანი გამოცდილება ტექნოლოგიურ მენეჯერულ პოზიციებზე.
** IT ინფრასტრუქტურის, კიბერუსაფრთხოების და ბიზნეს სისტემების მართვის გამოცდილება.
** ტექნოლოგიური სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება.
** რთული ტექნოლოგიური პროექტებისა და გუნდების მართვის გამოცდილება.
** სტრატეგიული მოაზროვნე პროაქტიული მიდგომით პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღებისადმი.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ტექნიკურ დონეზე.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდურად მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

აპლიკანტის ინფორმირება

მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:

1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "დატაპრო" (ტელ: +995 595 018 956).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია