Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708304&print=yes&view=jobs
 
საკრედიტო ბექ ოფისის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო ბექ ოფისის ასისტენტი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ბექ ოფისის ასისტენტის პოზიციაზე

გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" თბილისის ფილიალის გუნდში!

"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

მოვალეობები:

** პროკრედიტ ბანკის კონტრაქტორი სადაზღვევო კომპანიებისათვის დასაზღვევი ქონების (უზრუნველყოფის) დაზღვევის მოთხოვნის გადაცემა და დაზღვევის მონიტორინგი;
** უზრუნველყოფის დაზღვევის პოლისების სისტემაში რეგისტრაცია, პროლონგაცია, ვადამდელი დახურვა და გაუქმება;
** გირაოს შეფასების/გადაფასების პროგრამული რეგისტრაცია;
** სესხის უზრუნველყოფის ცვლილების/გათავისუფლების წერილების მომზადება;
** კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე სესხის წინასწარი ნაწილობრივი/სრული დაფარვის რეგისტრაცია;
** სასესხო პროდუქტების ხელშეკრულებებში ცვლილებების რეგისტრაცია;
** უზრუნველყოფის დაზღვევასთან და საკრედიტო პროცესებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (>B1);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** საკრედიტო ორგანიზაციაში ან სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** მოტივაცია და ენერგიულობა
** მოქნილობა და ოპერატიულობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდში მუშაობის უნარი

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "საკრედიტო ბექ ოფისის ასისტენტი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია