|
დასახელება:
არასაკრედიტო ბექ ოფისის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
პროკრედიტ ბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 16 მარტი
/ ბოლო ვადა: 16 აპრილი
|
"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას არასაკრედიტო ბექ ოფისის სპეციალისტის პოზიციაზე
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" თბილისის ფილიალის გუნდში!
"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.
მოვალეობები:
** კლიენტების სავალუტო გადარიცხვების შემოწმება და დაავტორება;
** კლიენტების დისტანციურად მიღებული დავალებების შესრულება და კონტროლი;
** საინკასო დავალებების და ყადაღების შესრულება და კონტროლი;
** არასტანდარტული ცნობების და წერილების მომზადება;
** საოპერაციო პროდუქტებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (>B1);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინ. 1 წელი;
პიროვნული თვისებები:
** მოტივირებული;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "არასაკრედიტო ბექ ოფისის სპეციალისტი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com
|
|
|
|