Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708300&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნეო ქართული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
"ნეო ქართული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:30 (დღეში 1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 2000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო სადგურების (PC/Laptop, Printer/Scanner) მომზადება და კონფიგურაცია;
** ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
** თანამშრომლების სამუშაო ადგილების ტექნიკური მომზადება;
** თანამშრომლების ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და გადაწყვეტა;
** IT ინციდენტებისა და მოთხოვნების მართვა;
** IT Service Desk სისტემაში ინციდენტების რეგისტრაცია;
** ორგანიზაციაში დანერგილ სხვადასხვა აპლიკაციებსა და სამომხმარებლო მოწყობილობებზე პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურული კომპონენტების ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება;
** სამომხმარებლო სისტემების განახლება და სარეზერვო ასლების მართვა;
** ორგანიზაციის შიდა პოლიტიკებისა და პროცესების შესაბამისად, მომხმარებლების ანგარიშების გახსნა/დახურვა;
** მომხმარებლების შესაბამის ორგანიზაციულ ჯგუფებში განთავსება;
** მომხმარებელთა წვდომების მართვა და შიდა აპლიკაციებში უფლებების მინიჭება/კონფიგურაცია;
** კომპანიის შიდა სისტემებზე წვდომების მინიჭება;
** პაროლების აღდგენა და უსაფრთხოების პოლიტიკების დაცვა;
** LAN / Wi-Fi კავშირის პრობლემების დიაგნოსტიკა;
** ოფისის ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობა (საჭიროების შემთხვევაში დაკაბელება)
** VPN წვდომის მხარდაჭერა;
** ქსელური მოწყობილობების საბაზისო მონიტორინგი;
** კომპიუტერული ტექნიკის ინვენტარიზაცია;
** IT აქტივების აღრიცხვა და კონტროლი;
** მოწყობილობების თანამშრომლებზე გადაცემა და აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან დაკავშირებულ სფეროში.
** IT მხარდაჭერის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
** Windows და Mac ოპერაციული სისტემების ცოდნა.
** Active Directory-საბაზისო გამოცდილება.
** კომპიუტერული ქსელების საბაზისო ცოდნა (TCP/IP, DNS, DHCP).
** Helpdesk სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** Microsoft 365 ადმინისტრირება (ჩაითვლება უპირატესობად).
** Incident / Request Management პროცესების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).

უნარ-ჩვევები:

** პრობლემების ანალიზისა და სწრაფი გადაწყვეტის უნარი.
** ტექნიკური დეტალებისადმი ყურადღება.
** კომუნიკაციის მაღალი უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენს კომპანიაში გელით მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო და კარიერული განვითარების პერსპექტივა. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო რესურსით, რათა ეფექტურად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები. გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@neogeorgiangroup.ge; სათაურის ველში მიუთითეთ ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციის დასახელება.

კომპანია თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.

რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია