Робота для біженців з України
ფინანსური აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური აუდიტორი
მომწოდებელი: სფაი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
აუდიტორული კომპანია "სფაი ჯორჯია" (SFAI Georgia) ეძებს გუნდის ახალ წევრს ფინანსური აუდიტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური აუდიტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** სამუშაო ფაილების მომზადება;
** აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა/მოპოვება;
** აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
** შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება აუდიტის მიზნებისთვის;
** აუდიტის მიმდინარეობის შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფინანსების ან/და აუდიტის მიმართულებით.
** 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური აუდიტის მიმართულებით;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აუდიტის მიმართულებით პროფესიული განვითარების ინტერესი და სურვილი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა; მჭიდრო ვადებში მუშაობის შესაძლებლობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2026 წლის 15 აპრილამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sfai.ge. გთხოვთ, განაცხადის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: https://www.sfai.ge/

ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის.

აუდიტორული კომპანია სფაი ჯორჯია მადლობას უხდის ყველა აპლიკანტს დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე