Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708287&print=yes&view=jobs
 
დამხმარე თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე თანამშრომელი
მომწოდებელი: Air Management Systems
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
"Air Management Systems" (AMS) აცხადებს ვაკანსიას დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე.

"ეარ მენეჯმენტ სისტემს" (AMS) წარმოადგენს მრავალპროფილურ სავენტილაციო სისტემების საწარმოს, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დანადგარებით, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა ტიპის, ფორმის და სირთულის პროდუქციას (ცხაურები, ჰაერსატარები, ჰაერის მარეგულირებელი დემფერები, სერვის ლუქები და სხვა.)

კომპანიის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://www.ams.com.ge/ka/about-us

პოზიციის დასახელება: დამხმარე თანამშრომელი
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი (იასონ ლორთქიფანიძის ქ. N5)
სამუშაო საათები: 40 სთ კვირაში
ანაზღაურება: 1200 ლარიდან 1500 ლარამდე (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

მთავარი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** წარმოების პროცესში დაზგასთან მომუშავე ინჟინრის დახმარება;
** წარმოების პროცესში ჩართულობა;
** პროდუქციის დამუშავება შესაბამისი მექანიკური და ელექტრო ხელსაწყოების მეშვეობით;
** ალუმინის პროფილების დაჭრა/დამუშავება;
** ხელმძღვანელების მიერ სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ზოგადი ან პროფესიული განათლება;
** შემდეგი ხელსაწყოების ფლობის გამოცდილება: ბურღი, კუთხსახეხი და სხვა წვრილი ინვენტარი;
** საწარმოში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);

სასურველი უნარები:

** დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გამოცდილებისადმი ღიაობა, ახალი ცოდნის მარტივად მიღების უნარი;
** ორგანიზებული;
** შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრანსპორტირება უფასოდ;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მზარდ სახელფასო სისტემას;

"AMS" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას წარმოების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას.

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: vacancy.ams@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება დამხმარე თანამშრომელი ", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 591 45 08 08, 577 93 88 84

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 აპრილი, 2026 წელი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"AMS" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია