|
დასახელება:
საწარმოს უფროსი
|
| მომწოდებელი:
Air Management Systems
|
|
გამოქვეყნდა: 16 მარტი
/ ბოლო ვადა: 15 აპრილი
|
"Air Management Systems" (AMS) აცხადებს ვაკანსიას საწარმოს უფროსის პოზიციაზე.
"ეარ მენეჯმენტ სისტემს" (AMS) წარმოადგენს მრავალპროფილურ სავენტილაციო სისტემების საწარმოს, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დანადგარებით, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა ტიპის, ფორმის და სირთულის პროდუქციას (ცხაურები, ჰაერსატარები, ჰაერის მარეგულირებელი დემფერები, სერვის ლუქები და სხვა.)
კომპანიის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://www.ams.com.ge/ka/about-us
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი (იასონ ლორთქიფანიძის ქ. N5)
სამუშაო საათები: 40 სთ კვირაში
ანაზღაურება: 1500 ლარიდან, შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
მთავარი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** პასუხისმგებლობაში არსებული წარმოების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამუშაო დღის დასაწყისში საწარმოო გეგმის გაცნობა, თანამშრომელთათვის სამუშაოების გადანაწილება და შესრულების დროული/ხარისხიანი კონტროლი;
** თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის კონტროლი (დაგვიანება, გაცდენა, სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენება, შესვენების რეჟიმის დაცვა და ა.შ.);
** საწარმოო პროცესში თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულების მონიტორინგი;
** სავენტილაციო პროდუქტების წარმოების პროცესის მართვა — ფორმის, ზომის, წონისა და ხარისხის კონტროლი;
** საწარმოში მიმდინარე საწარმოო პროცესების მართვა ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით;
** დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლი და ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში პრობლემის დროული იდენტიფიცირება და მოგვარების უზრუნველყოფა;
** პასუხისმგებლობაში არსებული საწყობის კონტროლი, ნაშთების მართვა და შესაბამისი აღრიცხვების წარმოება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, სამუშაოების ეფექტური გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
** საწარმოში ჰიგიენურ-სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი;
** საწარმოს დირექტორთან და HR დეპარტამენტთან რეგულარული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ტექნოლოგიური მიმართულებით);
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
სასურველი უნარები:
** დაგეგმვის, მართვისა და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინის კონტროლის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ტრანსპორტირება უფასოდ;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მზარდ სახელფასო სისტემას;
"AMS" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას წარმოების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას.
შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:
** შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: vacancy.ams@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება საწარმოს უფროსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 577 93 88 84.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 აპრილი, 2026 წელი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.
"AMS" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|