Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708280&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: CarMate
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
ფორვარდერი კომპანია "CarMate" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

გაყიდვების გუნდში ვეძებთ კარიერულ ზრდაზე ორიენტირებულ მოტივირებულ, ენერგიით აღსავსე გუნდის წევრებს, მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, მოგცეთ სრულფასოვანი ტრენინგი და მაქსიმალური ცოდნა, რათა ჩამოყალიბდეთ მაღალი დონის, პროფესიონალ გაყიდვების მენეჯერად.

კომპანიის შესახებ:

ფორვარდერი კომპანია "CarMate", ბაზარზე 15 წლიანი გამოცდილებით მომხმარებლებს სთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი აუტო აუქციონებიდან ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებულ ინოვაციურ სერვისს. კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს აუტოექსპერტის დახმარებით, ავტომობილის ისტორიის შემოწმებას და უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე აუქციონზე შესყიდვასა და მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 ლარი
** დამატებით მზარდი ბონუსი გაყიდვებიდან
** საშუალოდ ხელზე ასაღები - 2000+ ლარი
** განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
** დასაქმების ადგილი: თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას 22

ძირითადი ფუნქციები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა, კონტროლი;
** არსებული და ახალი კლიენტებისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
** კომპანია-პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა;
** პროდუქტების და მომსახურების ოპტიმალური პაკეტის შექმნა და მისი კლიენტებისთვის სწორად მიწოდების დაგეგმვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალურობა და დროის სწორი მენეჯმენტი;
** მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hrcarmate@gmail.com. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.

მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია