|
დასახელება:
სამკერვალო საწარმოს ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
სამკერვალო საწარმო ლიდერი
|
|
გამოქვეყნდა: 16 მარტი
/ ბოლო ვადა: 16 აპრილი
|
სამკერვალო საწარმო "ლიდერი" 2016 წელს დაარსდა და დღემდე ასობით კომპანიის საიმედო პარტნიორია.
სამკერვალო საწარმო "ლიდერი" ასრულებს როგორც კორპორატიულ შეკვეთებს (უნიფორმები, სასკოლო და სპორტული გუნდის ფორმები, ტექსტილზე ბრენდირება და ა.შ.) ასევე, აწარმოებს, ბავშვის სამოსს "ლიმო" რომელიც 2 წელია ექსპორტზე გადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
სამკერვალო საწარმო "ლიდერი" ეძებს გუნდის ახალ ხელმძღვანელს, რომელიც შეძლებს საწარმოს ოპერაციების ეფექტიანად მართვას, პროცესების ორგანიზებას და გუნდის ხელმძღვანელობას.
ეს პოზიცია გათვლილია მართვის გამოცდილების მქონე ადამიანზე, რომელსაც შეუძლია შედეგზე ორიენტირებული სამუშაოს ორგანიზება და ოპერაციული პროცესების გაუმჯობესება.
ტექსტილის ან სამკერვალო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი — ჩვენთვის მთავარი არის მენეჯერული აზროვნება, პროცესების მართვის უნარი და ლიდერობა.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** საწარმოს ყოველდღიური ოპერაციების მართვა
** სამუშაო პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების კონტროლი
** გუნდის მართვა და თანამშრომლების ეფექტური კოორდინაცია
** წარმოების ეფექტიანობის ზრდა და პროცესების ოპტიმიზაცია
** სამუშაო ვადების კონტროლი და შესრულების მონიტორინგი
** ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფა
** რესურსების სწორად განაწილება და ოპერაციული პრობლემების სწრაფი გადაწყვეტა
** საწარმოს მუშაობის ეფექტიანობის ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივების დანერგვა
კანდიდატის პროფილი:
** მინიმუმ 3-5 წლიანი მენეჯერული გამოცდილება
** გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება
** ოპერაციული პროცესების ორგანიზებისა და მართვის უნარი
** ძლიერი ორგანიზაციული და ანალიტიკური აზროვნება
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
** მაღალი პასუხისმგებლობა და ლიდერული უნარები
** ტექსტილის ან წარმოების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Info@uniforms.ge. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საწარმოს ხელმძღვანელი".
|
|
|
|