Робота для біженців з України
ბრენდ მენეჯერი/მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი/მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: თერმექს ჯი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
შპს "თერმექს.ჯი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის/მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიების შემუშავება ბაზარზე ბრენდის პოზიციის გასამყარებლად;
** სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაცია, ბრენდის დადებითი იმიჯის შენარჩუნება, კლიენტებთან ურთიერთქმედების სისტემის სრული მართვა;
** სარეკლამო და PR კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი, ღონისძიებების ორგანიზება, გამოფენებში, ტრენინგებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი, მომხმარებელთა უკუკავშირისა და რეაქციის მონიტორინგი, ჰიპოტეზების შემუშავება საკვანძო მეტრიკების გასაუმჯობესებლად;
** ბიუჯეტის მართვა;
** მასალების მომზადება და განთავსება კომპანიის საიტზე / სოციალურ ქსელებში, კომუნიკაცია პარტნიორებთან და კლიენტებთან, სტატისტიკა, დაგეგმვა;
** კომპანიის ონლაინ მაღაზიასთან მუშაობა;
** საპასუხისმგებლო ტერიტორია: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკური ან/და ტექნიკური მიმართულებით);
** დამატებითი განათლება მარკეტინგის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალოგიურ პოზიციაზე (ან/და SMM/SEO მიმართულებით) მუშაობის გამოცდილება, სასურველია FMCG კომპანიაში;
** მარკეტინგისა და ბრენდ მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა;
** მონაცემთა ანალიტიკისა და პროგნოზირების უნარები;
** სარეკლამო კამპანიების შემუშავებისა და ჩატარების გამომცდილება;
** მედია დაგეგმარებისა და ფინანსური აღრიცხვის ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი.

პირობები:

** მუშაობა წამყვან საერთაშორისო კორპორაციაში;
** ხუთდღიანი სამუშაო კვირა;
** მუშაობა საინტერესო პროექტებზე;
** ოფიციალური დასაქმება შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე georgia@thermex.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე