Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708230&print=yes&view=jobs
 
კონტენტ კრეატორი/სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი/სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ფრანგული კაფე
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
ფრანგული კაფე და საცხობი აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის/სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლეო კვაჭაძის ქ. N19
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: შეთანხმებით (არასტანდარტული)
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ონლაინ პლატფორმების და სოციალური მედიის აქტიური მართვა;
** ყოველთვიური კონტენტ გეგმის შედგენა Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn
** გვერდებისთვის ქართულ-ინგლისური ქოფი;
** კონტენტ გეგმის მიხედვით ვიზუალის მომზადება და განთავსება;
** ვიდეო-კონტენტის დაგეგმვა და აღსრულება;
** პოსტების სარეკლამო აქტივობების განხორციელება (Ads Manager) მიზნობრივ აუდიტორიაზე შეთანხმებული ბიუჯეტით;
** არსებული შეტყობინებების (Inbox /კომენტარები) კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივი ციფრული კამპანიების დაგეგმვა და აღსრულება;
** კამპანიის ჭრილში (საჭიროების შემთხვევაში), სარეკლამო მასალებისთვის ვიზუალების მომზადება;
** კომპანიის სიახლეების სოც. მედია პლატფორმებზე განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სტრატეგიული ხედვა და შესრულების უნარი (შესაძლებელია ამ სფეროში იყოთ დამწყები თუმცა გქონდეთ ორიგინალური ხედვა);
** სოციალური მედიის ანალიტიკის ინსტუმენტების ცოდნა (Meta Insights, TikTok Analytics, Google ads და სხვა);
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** თავისუფალი და მოქნილი გრაფიკი (სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით);
** თავისუფლება, რომ მართო ბრენდის სოციალური მედია არხები შენი ხედვით.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს კრეატიული ხედვა და დიდი მოტივაცია. ფორმალური გამოცდილება ჩვენთვის გადამწყვეტი არ არის — შანსს ვაძლევთ დამწყებებსაც, რომლებიც მზად არიან ისწავლონ, ექსპერიმენტები გააკეთონ და კომპანიასთან ერთად განვითარდნენ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV/რეზიუმე (ან/და პორტფოლიო) გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: frenchcafe@frenchcafebakery.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია