|
დასახელება:
MEP საიტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
იმპოსტი MEP
|
|
გამოქვეყნდა: 16 მარტი
/ ბოლო ვადა: 16 აპრილი
|
"იმპოსტი MEP "— წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც მრავალი წელია მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას, აცხადებს ვაკანსიას MEP საიტის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენი საქმიანობა მოიცავს:
** საინჟინრო სისტემების პროექტირებას
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს
** გათბობა, გაგრილება და ვენტილაციას
** წყალგაყვანილობის სისტემებს
** ელექტრო და სუსტი დენების სისტემებს.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის გეგმის შესაბამისად სამუშაოების მართვა და კოორდინაცია ობიექტზე
** ყოველდღიური კონტროლი სამუშაო პროცესზე
** თანამშრომლობა ტექნიკურ გუნდებთან და ქვეკონტრაქტორებთან
** ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (ფორმა N2, ფორმა 29, და აშ.)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება MEP სამუშაოების მართვაში:
** მექანიკური: გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, აირის სისტემები
** ელექტრო: ენერგომომარაგება, განათება, სუსტი დენები, ავტომატიზაცია
** სანტექნიკა: წყალმომარაგება, წყალარინება, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები
** ტექნიკური განათლება (ინჟინერიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HR@imposti.ge, Subject ველში მიუთითეთ პოზიცია: საიტის მენეჯერი.
|
|
|
|