Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708222&print=yes&view=jobs
 
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: სკოლა-ლიცეუმი პრომეთე
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
30 წლიანი გამოცდილების მქონე კერძო სკოლა, სკოლა-ლიცეუმი "პრომეთე" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია აღნიშნულ, მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია იგივე სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება);
** შრომის კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, ინგლისური - მინიმუმ B2 დონეზე, რუსული ენა - საკომუნიკაციო;

პიროვნული კომპეტენციები/მახასიათებლები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გასაუბრების ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სოც ქსელების მართვა;
** სკოლის საიტის მართვა;
** შიდა და გარე კვლევების ორგანიზება, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
** მშობლებთან ურთიერთობა;
** პიარ კამპანიების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სხვა საქმიანობა, რაც დაკავშირებული იქნება მოცემულ პოზიციასთან.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
** სამუშაოს ძიების პლატფორმებზე ვაკანსიის განთავსება;
** თანამშრომლების შერჩევის პროცესის სწორად წარმართვა, შემოსული რეზიუმეების განხილვა, გასაუბრების/ტესტირების დაგეგმვა, სრული პროცესის ორგანიზება;
** ახალი თანამშრომლის მიღების პროცედურის უზრუნველყოფა;
** პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების სათანადო დონეზე გაფორმება/რეგისტრაცია/შენახვა;
** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების შემუშავების/დანერგვის/განხორციელების პროცესის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების ადაპტაციის, შეფასებისა და განვითარების პროცესების მართვა;
** პერსონალის საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვაში, განხორციელებაში და შედეგების მართვაში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ხელშეკრულებების, სხვადასხვა ტიპის ცნობებისა და დოკუმენტების მომზადება;
** თანამშრომელთა სამსახურში დროულად მოსვლა-წასვლის ფორმის წარმოების პროცესის უზრუნველყოფა;
** დირექციისგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.

კონკურსის ჩატარების წესი:

კონკურსის ჩატარების ეტაპებია:
** განაცხადების გადარჩევა;
** ტესტირება
** გასაუბრება;

სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 17:00 სთ.
სკოლა მდებარეობს მუხიანის მე-4 ბ მიკროში.

თუ დაინტერესდით აღნიშნული პოზიციით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV, ფოტო 3X4 - ზე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. მისამართზე: hr@promete.ge წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია და თქვენი სახელი და გვარი.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია