Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708217&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პილარ დიღომი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
დეველოპერული კომპანია შპს "პილარ - დიღომი" - Pillar Park-ის პროექტისთვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

Pillar Park არის ახალი დაბალი განაშენიანების გამორჩეული საცხოვრებელი უბანი დიღომი 8-ში, რომელიც მოიცავს 65, 000 მ2 სარეკრეაციო სივრცეს, პარკს, ღია აუზს, ველობილიკებს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი, ლაშა ლაშხიას N1.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, ორშაბათი-პარასკევი (11:00-19:00), შაბათი (11:00-16:00)
ანაზღაურება: 2000-8000 ლარი (NET) (ფიქსირებული + ბონუსი). პირველი ორი თვის განმავლობაში გარანტირებული 5, 000 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა, შეფასება და მათი ანალიზი
** მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა
** გაყიდვების დაგეგმარება, გეგმების შესრულების მონიტორინგი, ანალიზი
** კომპანიაში არსებული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით პოტენციურ მყიდველებთან ეფექტური კომუნიკაციის განხორციელება
** მომხმარებელთან შეხვედრების ორგანიზება, პრეზენტაციების მომზადება, შეხვედრის წარმართვა
** მყიდველებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვებთან დაკავშირებით;
** გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის მართვა
** საჭიროების შემთხვევაში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობის მიღება მარკეტინგულ ღონისძიებებში
** მომხმარებელთა რეკლამაციებისა და პრეტენზიების საფუძველზე გამოვლენილი პროდუქტისა ან/და სერვისის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელობისთვის და მომხმარებელთა უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზების შესწავლა/ანალიზი
** სხვადასხვა ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის (დამუშავებული ლიდების, ჩატარებული პრეზენტაციების, სატელეფონო საუბრების და ა.შ)
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება პოზიციის სპეფიციკის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word and Excel)
** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** სავალდებულოა რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა

შენიშვნა: უძრავი ქონების მიმართულებით გაყიდვების გამოცდილება არ მოითხოვება

უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "პილარ - დიღომი"-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ ქვემოთ მოცემულ ელ. ფოსტაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე hr@pillar.ge შემდეგი ინფორმაცია:

** თქვენი რეზიუმე (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — გაყიდვების მენეჯერი)
** მიმდინარე პროექტების ანალიზი — გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს მიმდინარე პროექტებს და გაგვიზიაროთ თქვენი შეფასება / პროფესიული ხედვა პროექტებთან დაკავშირებით

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული ორივე დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულოა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია