Робота для біженців з України
ოპერატორი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ჯიესენი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს http://www.gsn.ge

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე ქალაქ მარნეულში.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიული Fitpass
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მოჭრილი ანაზღაურება + გაყიდვების მაღალი ბონუსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

არ ვითხოვთ მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებას, სასურველია =, კანდიდატს გააჩნდეს შემდეგი ცოდნა/კომპეტენციები:

** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
** კომპიუტერთან მუშაობის და სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet, e-mail).
** სასურველია კანდიდატს გააჩნდეს გაყიდვების ან მარაგების პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია

კანდიდატს დამსაქმებელი გაატარებს სრულ სატრენინგო კურსს, რაც იქნება ანაზღაურებადი.

სათანადო სატრენინგო პერიოდის გავლის შემდეგ დასაქმებულს უნა შეეძლოს:

** კომპანიის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების შესახებ სრული ცოდნა და მომხმარებლისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** პრობლემისა იდენტიფიცირება, კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა და შესაბამისი სერვისის შეთავაზება
** გაყიდვებთან და სალარო აპარატის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება პროგრამა ERP-ის მეშვეობით (შაბლონური ხელშეკრულების გაფორმება, გაყიდვების პროგრამული გაფორმება).

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოპერატორი- ქ. მარნეული".

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე