Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708199&print=yes&view=jobs
 
დემი შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დემი შეფი
მომწოდებელი: იაკობის ეზო
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
რესტორანი "იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: დემი შეფი (Demi Chef de Partie)
დეპარტამენტი: სამზარეულო
პოზიციის ტიპი: სრულ განაკვეთზე

პოზიციის მიზანი:

დემი შეფი წარმოადგენს შეფ დე პარტის მთავარ დამხმარეს და პასუხისმგებელია სამზარეულოს კონკრეტული სექციის ეფექტურ მუშაობაზე. მისი ძირითადი ფუნქციაა კერძების მომზადება რესტორნის სტანდარტების შესაბამისად და შეფ დე პარტის დახმარება ყოველდღიური ოპერაციების მართვაში.

ძირითადი მოვალეობები:

კერძების მომზადება:

** ამზადებს კერძებს დამტკიცებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით.
** უზრუნველყოფს კერძების ხარისხისა და პრეზენტაციის სტანდარტების დაცვას.
** ამზადებს კერძებს დროულად და ეფექტურად.
** აკონტროლებს მომზადების პროცესს შეფ დე პარტის მითითებების შესაბამისად.

Mise en place (სამუშაოს მოსამზადებელი პროცესი)

** ამზადებს ინგრედიენტებს სერვისის დაწყებამდე.
** უზრუნველყოფს სექციის სრულ მზადყოფნას სამუშაო პროცესისთვის.
** ამზადებს სოუსებს, გარნირებს და სხვა კომპონენტებს.

შეფ დე პარტის მხარდაჭერა:

** ეხმარება შეფ დე პარტის სექციის მართვაში.
** საჭიროების შემთხვევაში მართავს სექციას შეფ დე პარტის არყოფნისას.
** ასრულებს შეფის დავალებებს სწრაფად და ეფექტურად.

ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა:

** იცავს სურსათის უსაფრთხოების სტანდარტებს.
** იცავს სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებს.
** უზრუნველყოფს სამუშაო ადგილის სისუფთავეს.
** იყენებს სამზარეულოს ინვენტარს უსაფრთხოების წესების დაცვით.

პროდუქციის კონტროლი:

** აკონტროლებს პროდუქციის ხარისხს.
** უზრუნველყოფს პროდუქციის სწორ შენახვას.
** იცავს FIFO პრინციპს.
** ატყობინებს ხელმძღვანელობას პროდუქციის დეფიციტის შესახებ.

გუნდთან თანამშრომლობა:

** თანამშრომლობს სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან.
** ეხმარება ახალ თანამშრომლებს სამუშაო პროცესის სწავლაში.
** უზრუნველყოფს გუნდურ მუშაობას სამზარეულოში.

აუცილებელი კვალიფიკაცია:

** კულინარიის სფეროში პროფესიული განათლება (სასურველია).
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება სამზარეულოში.
** კერძების მომზადების ტექნოლოგიის ცოდნა.
** ჰიგიენური სტანდარტების ცოდნა.

დემი შეფი პასუხისმგებელია:

** კერძების ხარისხზე;
** პროდუქციის სწორ გამოყენებაზე;
** სამუშაო ადგილის სისუფთავეზე;
** სამზარეულოს სტანდარტების დაცვაზე.

მოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით 599137727 გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია