Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708171&print=yes&view=jobs
 
HR სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სტაჟიორი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

ევექსი აცხადებს ვაკანსიას HR სტაჟიორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი, ს. ცინცაძის 24ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 11:00 - 18:00

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლების შერჩევის პროცესში ჩართულობა
** კანდიდატებთან კომუნიკაცია
** გასაუბრების ჩანიშვნა
** კანდიდატთა ბაზების წარმოება
** შერჩეული კანდიდატებისგან დოკუმენტაციის გამოთხოვა
** HR ბაზებში მონაცემების ატვირთვა
** HR ადმინისტრირების პროცესებში ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონაზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტაცია;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 მაისი, 2026 წელი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://evex.ge/ka/vacancy/hr-stajiori/698

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია