Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708160&print=yes&view=jobs
 
იურისტი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: საქართველოს კლინიკები
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს იურისტის ვაკანსიას ზუგდიდში.

"საქართველოს კლინიკები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზუგდიდი, გამსახურდიას ქუჩა №206
სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციისა და განმარტების მიცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
** ინიციატორ სტრუქტურულ ერთეულთან ერთად ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა გარიგებების პროექტების მომზადება, ვიზირება და საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
** დამოუკიდებლად ან/და სხვა სტრუქტურულ ერთეულთან ერთად წერილების და განცხადებების პროექტების მომზადება, ვიზირება და საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირების უზრუნველყოფა;
** დამოუკიდებლად ნა სხვა სტრუქტურულ ერთეულთან ერთად ბრძანებებისა (საკადრო ბრძანებების გარდა), რეგულაციებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების პროექტების მომზადება/ვიზირება;
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მისაღებად აუცილებელი მოქმედებების განხორციელება;
** კომპანიის უძრავი ქონებისა და სხვა უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში;
** სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების/შეთანხმებების გაფორმება და სადაზღვევო სფეროში კომპანიის სრული იურიდიული მხარდაჭერა;
** სასამართლოსა და არბიტრაჟში კომპანიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველია ადვოკატის ლიცენზია (სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით);
** იურისტად მუშაობის 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია ჯანდაცვის სექტორში;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით Word, Outlook, Power Point;
** სამოქალაქო სამართალი (სანივთო, ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, დელიქტური და სხვა);
** ადმინისტრაციული სამართალი (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვა);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 აპრილი, 2026.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "იურისტი".

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია