Робота для біженців з України
მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: იზი გრუპი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
კომპანია "Easy Way" ქვეყნის ლიდერი საკურიერო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საკურიერო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.

შპს "იზი გრუპ" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის 7 (სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა");
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათი - პარასკევი;
ანაზღაურება: პირველი თვე 900 ლარი, მეორე თვიდან 1000 ლარი;

წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა თქვენს სამომავლო გეგმებშია?

"იზი ვეის" გუნდში ზუსტად თქვენნაირ ადამიანებს ველოდებით!

თუკი მეგობრული სამუშაო გარემო თქვენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდით ჩვენთან
მარტივად!

ამჟამად ჩვენ მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერს ვეძებთ.

გაეცანით ჩვენს ვაკანსიას და გამოგვეხმაურეთ თუ:

** გუნდური მუშაობა გიყვართ და ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხართ;
** ხართ პასუხისმგებლობიანი და არ უშინდებით გამოწვევებს;
** შეგიძლიათ ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა;

გაინტერესებთ რას გთავაზობთ?

** პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებთ კომპანიაში ადაპტაციის პროცესს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
** გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია;

თქვენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება:

** საკურიერო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
** საკურიერო პროცესების მართვა;
** ამანათების აღება / ჩაბარების კონტროლი.

თქვენგან კი დაგვჭირდება:

** უმაღლესი განათლება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა:https://easyway.bo.ge/recruit/form/7b16469675b1482e49f6b2389e6b6280

ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე:hr@easyway.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანიის დასახელება), დამატებით კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 23 80 03.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე