Робота для біженців з України
წარმოების აღრიცხვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების აღრიცხვის მენეჯერი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების აღრიცხვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი.

ძირითადი ფუნქციები:

** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში საწყობიდან ფაქტიურად მისაღები ნედლეულის დილის მიღების განხორციელება და პროგრამული ასახვა, წარმოების შიგნით, შესაბამისი სამუშაო ჯგუფებისათვის ჩაბარება, საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულის პროგრამულად ასახვა, ასევე, დღის მანძილზე ნედლეულის საკონდიტრო წარმოებაში დამატებითი ნედლეულის მიღების შემთხვევაში ამ უკანასკნელის პროგრამულად ასახვა;
** ცენტრალური საკონდიტრო წარმოებიდან ყოველდღიურად გასასვლელი პროდუქციის შეკვეთების მიღება, სრულად პროგრამულად ასახვა;
** ცენტრალური საკონდიტრო წარმოებიდან გასული საკონდიტრო ნაწარმის შესახებ ინფორმაციის პროგრამულად აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის გამზადება;
** ცენტრალური საკონდიტრო წარმოების თანამშრომლებზე კონსიგნაციით გასაყიდი პროდუქციის შეკვეთ (ებ)ის მიღება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და პროგრამულად ასახვა;
** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში არსებული ან/და საკონდიტრო წარმოებიდან გაშვებული საკონდიტრო ნაწარმის ჩამოწერების კონტროლი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი, ზედამხედველობა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მოსმენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office Excel, Fina).

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge და წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - წარმოების აღრიცხვის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე