|
დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ინგლისური ენის სკოლა – ლინგოსთარი
|
|
გამოქვეყნდა: 16 მარტი
/ ბოლო ვადა: 16 აპრილი
|
საგანმანათლებლო ორგანიზაცია "ლინგოსთარი"აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს საგანმანათლებლო მიმართულებით და ახორციელებს ინგლისური ენის ოლიმპიადას, საერთაშორისო ბანაკებსა და საგანმანათლებლო პროექტებს.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების გაყიდვა
** მომხმარებლებთან (მშობლები, მოსწავლეები, სკოლები) კომუნიკაცია
** პროდუქტისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და ბაზის გაფართოება
** გაყიდვების პროცესის სრულად მართვა (კონსულტაცია, რეგისტრაცია, გადახდის კოორდინაცია)
** გაყიდვების გეგმების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვების ან მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარები
** პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსებს გაყიდვებიდან
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ და მოტივირებულ გუნდს
** საინტერესო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობას
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას 47
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე- international@lingostar.ge
|
|
|
|