Робота для біженців з України
წარმოების ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ბუღალტერი
მომწოდებელი: Dro Fresh Bar
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
"DRO Fresh Bar" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე.

განვიხილავთ კანდიდატებს მხოლოდ წარმოების ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილებით.

სრული ჰიბრიდული განაკვეთი (2 დღე შესაძლებელია დისტანციურად)

ძირითადი საქმიანობა და მოვალეობები:

** Fina პროგრამაში მუშაობა
** კომპანიის ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა შესაბამის ვადებში;
** წარმოების ყოველდღიური გადახედვა და გასწორება
** საგადასახადო ანგარიშგებების სწორი და დროული მომზადება;
** ყოველდღიური საბუთებისა, შედარების აქტების, ანგარიშ- ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის და ყველა ხარჯის, აღრიცხვა და საბანკო გადარიცხვების შესრულება;
** თვის 10, 20 და 30 რიცხვში ინფორმაციის წარდგენა დებიტო-კრედიტორების დავალიანების შესახებ / - კონტრაგენტებთან შედარება;
** სახელფასო ფაილზე მუშაობა;
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტების წარმოება და წარდგენა TOP მენეჯმენტთან ქათულ/ინგლისურ ენაზე
** Cashflow, PL მომზადება ყოველთვიურად ფილიალების მიხედვით
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ყოველკვირეული აღრიცხვა და კონტროლი
** ბრუნვითი უწყისის სიღრმისეული ანალიზი და ანგარიშებზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი;
** მარაგების ნაშთების კონტროლი ყოველკვირეულად;
** ტექნოლოგიური ბარათების რედაქტირება და ანალიზი;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება და გაგზავნა;
- ხელმძღვანელობისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სამუშაო გამოცდილება წარმოების ბუღალტერიაში
** FINA ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება
** მმართველობითი აღრიცხვის და ანგარიშგების ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: drohealthy@gmail.com Subject მიუთითეთ - მთავარი ბუღალტერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე