Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708120&print=yes&view=jobs
 
VR არენის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: VR არენის ოპერატორი
მომწოდებელი: Game Storm
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
"Game Storm"-ი აცხადებს ვაკანსიას VR არენის ოპერატორის პოზიციაზე.

თუ გიყვარს ტექნოლოგიები, თამაშები და ადამიანებთან კომუნიკაცია, ეს პოზიცია შეიძლება შენთვის იყოს. ჩვენი VR არენა სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან ვირტუალური რეალობის თამაშებს და გართობის ახალ გამოცდილებას.

ჩვენი სტუმრები იქნებიან როგორც მოზარდები და უფროსები, ასევე ბავშვები, რადგან სივრცეში შესაძლებელი იქნება ბავშვთა დაბადების დღეებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კანდიდატს უყვარდეს ბავშვებთან ურთიერთობა და მარტივად ამყარებდეს მათთან კონტაქტს.

ძირითადი მოვალეობები:

** ტელეფონზე ზარების მიღება და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების მიღება, რეგისტრაცია და მართვა;
** სტუმრების მიღება და კონსულტაცია;
** VR აპარატურის მომზადება და კონტროლი;
** თამაშის დაწყების და დასრულების მართვა;
** მომხმარებლების დახმარება თამაშის პროცესში;
** სივრცის წესრიგის და უსაფრთხოების კონტროლი;

დაბადების დღეების ღონისძიებების დროს:

** მონაწილეობა ღონისძიების პროგრამაში და აქტივობებში;
** ბავშვებთან კომუნიკაცია და თამაშების ორგანიზებაში დახმარება;
** ღონისძიების პროგრამის ტაიმინგის კონტროლი;
** ღონისძიების პროცესის ორგანიზებულად და გეგმის მიხედვით ჩატარების უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლიანობა;
** ადამიანებთან ურთიერთობის სიყვარული;
** ბავშვებთან მუშაობის უნარი და დადებითი დამოკიდებულება;
** ტექნოლოგიებისა და თამაშებისადმი ინტერესი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სწრაფად განვითარებად სფეროში;

ვაკანსიის შესახებ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ მეილზე: gamestorm.amashukeli@gmail.com ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: +995 511 713300.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია