Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708110&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ის , შვილობილი კომპანია შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ალექსანდრე ქართველიშვილის ქ. ნაკვეთი 726;
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: ფიქსირებული;

ფუნქცია-მოვალეობები:

** იურიდიული კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
** ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის წარმოდგენასა და მისი ინტერესების დაცვას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში;
** კომპანიის საკანონმდებლო ბაზის განახლება;
** კონტრაქტების შედგენა და გარიგებებში მონაწილეობა/მხარდაჭერა;
** შიდა დოკუმენტაციის დამუშავება/დამტკიცება;
** კომპანიის რისკების მართვა იურიდიული დეპარტამენტის დონეზე;
** ლიცენზიებისა და ნებართვების რეგისტრაცია;
** კომპანიის სხვადასხვა მიმართულებებისა და დეპარტამენტების საკითხების კონსულტირება;
** კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება იურისტის პოზიციაზე
** სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
** ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
** საქართველოს კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება;
** პროფესიით მუშაობის გამოცდილება.
** პრიორიტეტათ ჩაითვლება ადვოკატის ლიცენზიის ქონა.

უნარ-ჩვევები:

** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის მართვის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: oldkakheti@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "იურისტი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია