Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, იმერეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ევროპული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, იმერეთი

მთავარი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და ფარმაცევტებთან
** კომპანიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება, ჩატარება
** გაყიდვების დაგეგმვა და ანალიზი
** გუნდის მართვა და განვითარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (მკურნალი, პედიატრი)
** სპეციალისტებთან და ოჯახის ექიმებთან თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება. (უპირატესობა მიენიჭება ნევროლოგია, ფსიქიატრია, გასტროენტეროლოგიას).
** გასაუბრების ეტაპზე სავალდებულოა პრეზენტაციის წარდგენა საკუთარი მუშაობის პრინციპებისა და პროფესიული ხედვის შესახებ;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების (MS Office და სხვა) ცოდნა.

პიროვნული უნარები და კომპეტენციები:

** მაღალი ორგანიზებულობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი და ინიციატივის გამოვლენის მზადყოფნა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სტილი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სტრესულ და დინამიკურ სამუშაო გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და პროფესიული უნარების შესაბამისად;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე;
** ანაზღაურების სისტემა: ფიქსირებული ხელფასი, შემდგომში ზრდადი ბონუსების მექანიზმით;

te.va.pharmaceutical.ge@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე