|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სპექტრუსი
|
|
გამოქვეყნდა: 16 მარტი
/ ბოლო ვადა: 16 აპრილი
|
თერმული ეტიკეტების მწარმოებელი კომპანია შპს "სპექტრუსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სურამის ქ.13
სამუშაო დრო: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
ძირითადი უფლება-მოვალეობები:
** ბაზრის კვლევა და პოტენციური დამკვეთების მოძიება;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების ზრდა;
** ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** მოლაპარაკების წარმართვის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 71 76 45 ან ელფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
"სპექტრუსი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "სპექტრუს" -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge.
|
|
|
|