|
დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება - აღრიცხვა-ანგარიშგების განყ.
|
| მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 16 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ:
გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე, 1 (ერთი) ვაკანსიაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირი ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი/მაგისტრატურის კურსის სტუდენტს (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება).
კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს:
** საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ;
** თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის დებულება.
** ბუღალტრულ აღრიცხვა - ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმატიული და მარეგულირებადი აქტები.
აპლიკანტი უნდა ფლობდეს:
** სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა, მეტყველება);
** ინგლისურ ენას (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: WORD, EXCEL.
სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):
** პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა
** დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის კულტურა
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა
** ტექნიკური უნარ-ჩვევები
** კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.
სტაჟიორის ფუნქცია-ვალდებულებებია:
** გაეცნოს საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა ანგარიშგების განყოფილების და უნივერსიტეტის მუშაობის სპეციფიკას;
** კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საკითხების დამუშავებაში;
** გაეცნოს განყოფილების დოკუმენტაციას, ასევე სახელმწიფო ხაზინის ერთიან სისტემას; შეისწავლოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტაციის დამუშავება მემორიალური ორდერების მოსამზადებლად;
** შეასრულოს ყველა ის დავალება რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ, გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის დებულებით და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
** განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2, 1 "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"); ბ) CV;
** საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
** უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ" (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე, შერჩეული აპლიკანტები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.
ანაზღაურებადი სტაჟირება თვეში განისაზღვრება 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა. სტაჟირების გავლის პერიოდია 3 (სამი) თვე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. საბუთების არასრულად გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).
აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება 2026 წლის 16 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში.
|
|
|
|