Робота для біженців з України
მომმარაგებელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომმარაგებელი
მომწოდებელი: ეარფუდი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
"ეარფუდი" აცხადებს ვაკანსიას მომმარაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: ფიქსირებული (მომმარაგებელი)
** თანამშრომლებისთვის ფასდაკლება კვებაზე
** ტრანსპორტირება ქ. ქუთაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

ფუნქცია - მოვალეობები:

** პროდუქციის მითვლა დისტრიბუტორთან ერთად
** მიღებული პროდუქციის დასაწყობება
** საწყობის დალაგება არსებული სტანდარტების დაცვით
** მარაგების კონტროლი და სარეალიზაციო პროდუქციის შევსება საჭიროებისამებრ
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდურობა
** სწრაფ რეჟიმში მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@airfood.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება და გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე