Робота для біженців з України
პარტნიორების წარმატების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პარტნიორების წარმატების მენეჯერი
მომწოდებელი: bookinghub.ge
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
"Bookinghub" არის ტექნოლოგიური კომპანია ვებაპის ერთ-ერთი მიმართულება, ონლაინ ჯავშნების პლატფორმა, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს მარტივად მოძებნონ და დაჯავშნონ მომსახურებები, ხოლო ბიზნესებს — მიიღონ მეტი მომხმარებელი, უკეთ მართონ შეთავაზებები და გაზარდონ გაყიდვები.

ვეძებთ კომუნიკაბელურ, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი Bookinghub-ის პარტნიორ ობიექტებთან ურთიერთობაზე, მათი აქტივობის ზრდაზე და პლატფორმაზე შეთავაზებების ეფექტურად მართვაზე, ამიტომ ვაცხადებთ ვაკანსიას პარტნიორების წარმატების მენეჯერის პოზიციაზე.

ამ პოზიციაზე მთავარი ამოცანაა პარტნიორებთან ძლიერი ურთიერთობის ჩამოყალიბება, მათი საჭიროებების სწორად გაგება და ისეთი შეთავაზებების/აქციების მართვა, რომელიც დაეხმარება როგორც პარტნიორს, ასევე Bookinghub-ის ზრდას.

ძირითადი მოვალეობები:

** პარტნიორ ობიექტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** არსებული პარტნიორების მხარდაჭერა და გააქტიურება;
** შეთავაზებების, აქციების და ფასდაკლებების შეთანხმება;
** პარტნიორების შედეგების მონიტორინგი და ანალიზი;
** დაბალი აქტივობის მქონე ობიექტებთან მუშაობა;
** პარტნიორების კმაყოფილების და ჩართულობის გაზრდა;
** პლატფორმაზე ახალი შეთავაზებების განთავსების კოორდინაცია;
** გაყიდვებისა და აქტივობის ზრდისთვის რეკომენდაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანგარიშების მართვის, გაყიდვების, კლიენტებთან ურთიერთობის ან customer success-ის გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები;
** პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ურთიერთობების სწორად მართვის უნარი;
** ანალიტიკური ხედვა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** სასურველია გამოცდილება სერვისულ ბიზნესებთან მუშაობაში;
** სასურველია სილამაზის, ესთეტიკური, სტომატოლოგიური ან კლინიკური სექტორის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მზარდ პროექტში მუშაობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** შედეგზე დაფუძნებულ გარემოს;
** მეგობრულ გუნდს და რეალურ გავლენას პროექტის ზრდაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

** დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო ადგილი: ოფისი - ქ. თბილისი, ი. პოლიტკოვსკაიას 57.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@webapp.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: bookinghub - პარტნიორების წარმატების მენეჯერი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 13 აპრილი, 2026.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "დიჯითალ ტექნოლოგიებმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე