Робота для біженців з України
ვიდეოგრაფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეოგრაფი
მომწოდებელი: Rebels Digital Agency
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
"Rebels Agency" არის მულტიფუნქციური ტექნოლოგიური და კრეატიული სააგენტო, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: მარკეტინგს, ვიდეოწარმოებას (Rebels Films), დეველოპმენტსა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციას.

სამუშაოს აღწერა: ვეძებთ დამწყებ ვიდეოგრაფს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სოციალური მედიის პლატფორმებისთვის ვიდეომასალის მომზადებაზე. კამერით (Sony fx3) და სხვა საჭირო ტექნიკით სააგენტო თავად მოახდენს უზრუნველყოფას.

ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთებისთვის საჭირო ვიდეოების გადაღება;
** გუნდთან ერთად გადაღებების დაგეგმვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** Sony FX3-თან ან ნებისმიერ კამერასთან მუშაობის გამოცდილება (დამწყებ დონეზე);
** სოციალური მედიის ფორმატების ცოდნა;
** პუნქტუალურობა და სამუშაო პროცესის ორგანიზებულობა.

პირობები:

** ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და შეთანხმების საფუძველზე;
** სამუშაო გრაფიკი: სრულიად მოქნილი. სამუშაო პროცესი მოიცავს უშუალოდ გადაღებების პერიოდს (პროექტული ჩართულობა).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი პორტფოლიო, ან რამდენიმე ვიდეოს ნიმუში და CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: career@rebelsagency.international
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე