Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708031&print=yes&view=jobs
 
სოციალური მუშაკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მუშაკი
მომწოდებელი: სტუდია ეი-დი-სი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
არარეგისტრირებული კავშირი "ალიანსი სოციალური სერვისების მდგრადობისა და განვითარებისთვის" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე.

არარეგისტრირებული კავშირი "ალიანსი სოციალური სერვისების მდგრადობისა და განვითარებისთვის" 2026 წელს დაფუძნდა სტუდია ეიდისისა და "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება", არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ა (ა)იპ) მიერ. კავშირის მისიაა მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა სოციალურ სერვისებზე სექტორი: სოციალური მომსახურება / შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მხარდაჭერა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საირმის ქ.N5, ვაჟა ფშაველას 76ბ
ანგარიშვალდებულება: კავშირის გამგეობასთან.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები

** მონაწილეობს მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში; საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს გუნდის მუშაობის კოორდინაციას;
** აფასებს ბენეფიციარების მდგომარეობას და შეიმუშავებს ინდ. გეგმებს (პირველადი ინტერვიუ, საჭიროებებისა და რისკების გამოვლენა/შეფასება)
** იძიებს ინფორმაციას გარე სერვისების შესახებ, და აწვდის მათ ორგანიზაციის ბენეფიციარებს
** ბენეფიციართა პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა;
** აკეთებს ბენეფიციარებისა და მათი ოჯახების გამოკითხვას, ახდენს განხორციელებული სამუშაოს ანალიზს და ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს (ყოველთვიური, 6 თვეში ერთხელ, წლიური) გაწეულ სამუშაოზე და წარადგენს საჭიროების მიხედვით:
** პერიოდულად იღებს ბენეფიციარებისგან უკუკავშირს გაწეულ სერვისებზე. აანალიზებს და ამზადებს შესაბამის პერიოდულ ანგარიშებს (ყოველთვიური, 6 თვეში ერთხელ, წლიური) ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის
** საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს ორგანიზაციას შესაბამისი პროფილის მქონე გაერთიანებებსა და კოალიციებში; პასუხისმგებელია მათთან კომუნიკაციაზე
** ორგანიზაციის სახელით მონაწილეობს რელევანტურ შეხვედრებსა და კონფერენციებში
** აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ კამპანიებსა და ინიციატივებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი სოციალურ მუშაობაში;
** სოციალურ მუშაკად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კონფლიქტის მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი.

უნარები

** კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის უნარი;
** აკადემიური წერის უნარი;
** ჯგუფში მუშაობის უნარები;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარები;
** სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
** სასურველია ელ. პორტალთან მუშაობის გამოცდილება;
** ტოლერანტობა;
** თანმიმდევრულობა;
** განსხვავებების პატივისცემა;
** ბენეფიციარზე ორიენტირებულობა.

შერჩევის ეტაპები

** ელექტრონული განაცხადების განხილვა
** გასაუბრება

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით.

გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: unionasdssvacancy@gmail.com Subject ველში მიუთითეთ: "სოციალური მუშაკი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 აპრილი, 2026.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია