Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=708029&print=yes&view=jobs
 
ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორანტი
მომწოდებელი: ლიდერმედი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს ლაბორანტის ვაკანსიას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: 8-საათიანი 5 სამუშაო დღე 09:30-17:30, შაბათს ნახევარი დღე - 09:30 -15:30

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო ლაბორატორიული პროცესების ყველა ეტაპის ცოდნა;
** საანალიზო მასალის ნიმუშების მიღება, დამუშავება და მომზადება კვლევებისთვის;
** რეაქტივების და სახარჯი მასალების ვადების კონტროლი;
** სანიტარული წესებისა და ასეპტიკა-ანტისეპტიკის წესების დაცვა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო პროფესიული განათლება (მედდა/ბებია-ქალი/ფერშალ-ლაბორანტი)
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16 აპრილი 2026 წ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadermed.ge

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: "ლაბორანტი ".

კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" (სასაქონლო ნიშანი: ლიდერმედი) ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 8 თვის ვადით სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 8 (რვა) თვით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: Info@leadermed.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა და წამოჭრილი პრობლემის ეფექტურად გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრის" (ლიდერმედი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: tamuna.tkeshelashvili@geosafety.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია.

შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" კანდიდატების შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისად კანდიდატთა შერჩევის პროცესი თანხვედრაშია დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოყპრობის პრინციპებთან. დაუშვებელია პირთა მიმართ ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით დისკრიმინაცია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას. იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით გაქვთ ვარაუდი/ეჭვი ან აღქმა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: Info@leadermed.ge"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია