Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=707955&print=yes&view=jobs
 
პრომო მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომო მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას პრომო მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სტრუქტურული ერთეული: გაყიდვების დეპარტამენტი
პოზიცია ექვემდებარება: VIP ასისტენტი, ვაიზერი, VIP კოორდინატორი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

შესასრულებელი სამუშაოები:

** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა: პროდუქციის დასაწყობება, საჭირო რაოდენობის გახსნა და დარბაზში განთავსების უზრუნველყოფა
** თაროების/დახლების პროდუქციით სრულყოფილად ათვისება, პლანოგრამის გათვალისწინებით
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლების განთავსება
** პროდუქციის ვადებისა და ფასების კონტროლი, როგორც დარბაზში, ასევე საწყობში
** პროდუქტის შემადგენლობისა და მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა
** კომპანიის მიერ დადგენილი მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა
** ობიექტზე კონკურენტი კომპანიების კვლევა და უშუალო ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმირება
** კონკურენტ კომპანიებთან უპირატესობის მოპოვება, კონკრეტულ ობიექტზე პროდუქციის განთავსებისთვის საუკეთესო პირობების მოძიება
** მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა და პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** ობიექტზე არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლებისთვის
** პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა/მომხმარებლების მოზიდვა (პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა)
** ობიექტზე შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა
** საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება

გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ცოდნა:

** სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** პროდუქტის შემადგენლობისა და მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა
** გაყიდვების ტექნიკების ცოდნა

უნარები და პიროვნული თვისებები:

** გამართულად მეტყველების უნარი
** დარწმუნების და სასურველი შედეგი მიღწევის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე:career@bms.ge

გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

Tel: 595089796

გისურვებთ წარმატებებს!"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომშპსბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზედაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია