|
დასახელება:
New Wave Hotel Chain-ის გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჰაუსმაგი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
შპს "ჰაუსმაგი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო კომპლექსების ქსელი New Wave Hotel Chain-ის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სასტუმრო კომპლექსების ქსელი New Wave Hotel Chain მდებარეობს ქალაქ ბათუმში. სასტუმროდან საცალფეხო გზით 5 წუთი გაშორებთ ულამაზეს ზღვის სანაპიროს. სტუმრებისთვის შემოთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ნომრები, აუზი, ფიტნეს დარბაზი, რესტორანი, კაფე შერეული სამზარეულოთი, რაც მთავარია კეთილგანწყობილი და პროფესიონალი მომსახურე პერსონალი.
გთავაზობთ კეთილგანწყობილ და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდთან ერთად საოფისე სამუშაოს, შესაბამისი პროფესიონალური და მრავალფეროვანი სამუშაო პროცესის თანხლებით. თუ ხართ ორგანიზებული, მიზანდასახული, დეტალებზე ორიენტირებული ადამიანი და გიყვართ სასტუმროს სფერო, გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ პირობებს.
ძირითადი მოვალეობები:
** OTA - სისტემებთან მუშაობის ცოდნა;
** დატვირთულობის და შემოსავლის ზრდაზე მუდმივი მუშაობა;
** სპეციალური შეთავაზებების, პაკეტების და აქციების შექმნა;
** კორპორატიულ კლიენტებთან თანამშრომლობა და მათი მოძიება;
** არხების მენეჯერის დახმარებით ფასების მართვა;
** სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა სეზონების მიხედვით;
** რეზერვაციების მართვა / კონტროლი, რეპორტინგი;
** ჯგუფური და ინდივიდუალური ფასების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასტუმროს გაყიდვების/რეზერვაციების მართვის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
** მოლაპარაკების და ორგანიზების ძლიერი უნარები;
** ინგლისური B2 დონე, დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროგრამა FINA - ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Exell-ის ცოდნა.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და მართვის უნარი;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი, პრეზენტაციის უნარები.
სამუშაო პირობები/ბენეფიტები:
** მუშაობა მისაღებია მხოლოდ ოფისიდან სრული განაკვეთით;
** სამსახური უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს; ** თანამშრომელი სარგებლობს სხვადასხვა სახის ფასდაკლებებით სასტუმროების ობიექტებში;
** სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@newwavehotels.com.
გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი"
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +995 595278008
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და მას შეინახავს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ CV/რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით თქვენი მონაცემების 1 წლის განმავლობაში შენახვას და დამუშავებას, რაც გულისხმობს, რომ ვაკანსიაზე შესაძლოა კომპანიიდან შეგეხმიანონ მითითებული პერიოდის განმავლობაში მომავალშიც.
გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან შესწორება წინამდებარე განცხადებაში მითითებულ მეილზე მოთხოვნის გამოგზავნით.
|
|
|
|