|
დასახელება:
IT დეპარტამენტის უფროსი დეველოპერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს საპენსიო ფონდი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 მარტი
|
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი დეველოპერის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** C#, .NET ტექნოლოგიებზე მუშაობის გამოცდილება;
** JavaScript-ზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება (Node.js, Angular, Vue.js, Nuxt.js);
** პროგრამული კოდის უსაფრთხოების პრინციპების და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა;
** სტატიკური კოდის ანალიზის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება კონკრეტული პროგრამული პროდუქტით);
** პროგრამული კოდის უსაფრთხოების ხარვეზების ანალიზისა და პრიორიტეტიზაციის გამოცდილება;
** CI/CD პროცესების ზოგადი ცოდნა და კოდის ხარისხის კონტროლის ეტაპებში ჩართულობის გამოცდილება;
** OWASP-ის რეკომენდაციებისა და აპლიკაციების უსაფრთხოების ძირითადი სტანდარტების ცოდნა;
** ISO/IEC 27001-ის მოთხოვნების ზოგადი ცოდნა და მათი გათვალისწინების გამოცდილება IT პროცესებში;
** ტექნიკური დოკუმენტაციის, ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადების უნარი;
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტატიკური კოდის ანალიზის ინსტრუმენტების საშუალებით ჩატარებული კოდის უსაფრთხოების სკანირების შედეგების ანალიზი;
** ანალიზის ინსტრუმენტების მიერ იდენტიფიცირებული ხარვეზების კლასიფიკაცია, პრიორიტეტიზაცია (Critical / High / Medium / Low) და მათი ტრეკინგი სრულ აღმოფხვრამდე;
** ანალიზის ინსტრუმენტების სკანირების შედეგების განხილვა დეველოპერებთან, აღმოჩენილი ხარვეზების ახსნა და მათი გამოსწორების პროცესში კონსულტაციის გაწევა;
** ანალიზის ინსტრუმენტების CI/CD pipeline-ებში (build / test ეტაპებზე) ინტეგრაცია მონაწილეობა და შესაბამისი პროცესების გაუმჯობესება;
** პროგრამული უზრუნველყოფის რელიზამდე ანალიზის ინსტრუმენტების შედეგების სავალდებულო კონტროლის უზრუნველყოფა და კრიტიკული ხარვეზების შემთხვევაში რელიზის დაბლოკვის/ცვლილების ინიცირება;
** უკვე დაწერილი პროგრამული კოდის პერიოდული უსაფრთხოების სკანირების ორგანიზება და შედეგების ანალიზი, შემდგომი ქმედებების დაინიცირება და მონიტორინგი;
** პროგრამული კოდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და ესკალაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი ოფიცრის წინაშე;
** OWASP და ISO/IEC 27001 სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით კოდის უსაფრთხოების რეკომენდაციების შემუშავება და დანერგვის მხარდაჭერა;
** ანალიზის ინსტრუმენტების სკანირების შედეგებზე დაყრდნობით ანგარიშების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** დეველოპერებისთვის ანალიზის ინსტრუმენტების შედეგების ახსნა და კოდის უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე კონსულტაციის გაწევა;
** DevOps ინჟინერთან, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტთან, QA-სა და სხვა ჩართულ მხარეებთან კოორდინაცია კოდის უსაფრთხოების პროცესების ფარგლებში;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი ოფიცრის სხვა დავალებების შესრულება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge. საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://www.pensions.ge/
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
|
|
|
|