Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=707868&print=yes&view=jobs
 
IT დეპარტამენტის უფროსი დეველოპერი - შტატგარეშე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT დეპარტამენტის უფროსი დეველოპერი - შტატგარეშე
მომწოდებელი: საქართველოს საპენსიო ფონდი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 23 მარტი
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი დეველოპერის ვაკანტურ პოზიციაზე შტატგარეშე თანამშრომლად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** Senior Backend Developer-ის როლში მუშაობის შესაბამისი პრაქტიკული მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** პრაქტიკული გამოცდილება Node.js ტექნოლოგიებში;
** უსაფრთხო და სუფთა კოდის წერის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება; • მზარდ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და ბიზნეს ლოგიკის/კოდის კომპლექსურობის მენეჯმენტის უნარი;
** REST API-ების შექმნისა და ინტეგრაციის გამოცდილება;
** ფრონტენდ ტექნოლოგიებზე პრაქტიკული გამოცდილება
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MsSQL და Mongo DB), მათ შორის:
o მონაცემთა მოდელირება;
o SQL პროცედურებთან და ფუნქციებთან მუშაობის გამოცდილება;
o რთული query-ების ოპტიმიზაცია; o ORM-ებთან მუშაობა;
o ოპტიმიზაცია/ინდექსებთან მუშაობა;
** CI/CD ფაიფლაინებთან მუშაობის გამოცდილება;
** ავტორიზაციისა და ავთენტიკაციის მექანიზმებთან მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უნარი.
** ინგლისური ენა, ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და მომზადების დონეზე.
** Git-თან მუშაობის გამოცდილება.
** ტექნიკურ და ბიზნეს სტეიკჰოლდერებთან მკაფიო და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული შიდა კორპორატიული და მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემების მხარდაჭერა და განვითარება;
** ახალი ფუნქციონალისა და მოდულების დიზაინი, იმპლემენტაცია და ინტეგრაცია;
** არსებული მოდულებისა და სერვისების ოპტიმიზაცია, სტაბილურობისა და წარმადობის გაუმჯობესება;
** პროგრამული უზრუნველყოფის კოდში პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და ეფექტიანი გადაჭრა;
** REST API-ების დიზაინი, განვითარება და მხარდაჭერა (versioning, authentication/authorization, security, performance);
** გარე სისტემებთან და შიდა სერვისებთან ინტეგრაციების განხორციელება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა: მონაცემთა მოდელირება, რთული query-ების ოპტიმიზაცია, ტრანზაქციებისა და ინდექსების მართვა;
** DevOps ინჟინერთან მჭიდრო თანამშრომლობა რელიზებისა და გარემოების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად;
** უსაფრთხო და სუფთა კოდის წერის პრაქტიკების გამოყენება და OWASP ან მსგავსი პრინციპების გათვალისწინება განვითარების პროცესში;
** ფრონტენდ დეველოპერებთან თანამშრომლობა (Vue.js, Angular) API ინტეგრაციისა და სრულფასოვანი ფუნქციონალის უზრუნველსაყოფად;
** დამოუკიდებლად ან/და ფონდის სხვადასხვა სტეიკჰოლდერებთან ერთად ამოცანების დაზუსტებასა და ტექნიკურ გადაწყვეტებზე მუშაობა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და განახლება;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge. საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge

საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://www.pensions.ge/

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია