Робота для біженців з України
ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
შპს "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სანტექნიკის ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას.

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა. თერმო ცენტრი 2021 წლიდან, ადგილზე აწარმოებს იატაკქვეშა გათბობის პროდუქციას, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს შოურუმებსა და ფილიალებში.

"თერმო ცენტრი" გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით და საიმედო გაყიდვის შემდგომი მომსახურებებით.

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ონლაინ გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** მომხმარებლებთან წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაცია, პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა;
** პროდუქციის ელექტრონულად შესყიდვის პროცესში მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდული პროდუქციის მიწოდების მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** ოპერატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი."

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე