|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
Scootarea
|
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
ელექტრო სკუტერების მაღაზია "Scootarea" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, კონსტანტინე კაპანელის N12
პირობები:
** კვირაში 6 სამუშაო დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი (12:00-დან 20:00-მდე).
** ასევე, შესაძლებელია კვირაში 3 დღე მუშაობა, პროპორციული ანაზღაურებით.
** ანაზღაურება: 1000-1300 ლარი (საპენსიოს იხდის კომპანია)
პერსპექტივაში მენეჯერის პოზიცია.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
** მიმდინარე აქციებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** სტენდზე გაყიდული სკუტერების დროულად ჩანაცვლება
** სალარო ოპერაციების შესრულება
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი
** სატელეფონო ზარებსა და სოც.მედია არხებში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი
აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველებისა და წერის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@scootarea.ge და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "ადმინისტრატორი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
|
|
|
|