|
დასახელება:
მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
თბილისი ენერჯი
|
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება;
დამატებითი მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილი ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან კომპანიაში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აბონენტის საკონტაქტო მონაცემების, მისამართების, აგრეთვე მის მფლობელობაში არსებული გაზის დანადგარების და მრიცხველების ადგილმდებარეობის (გამოტანილი/შიდა) დაფიქსირება;
** საავარიო გამოძახებების, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული დავალებების კონტროლი, რეაგირებისთვის შესაბამის თანამშრომლებზე გადაცემა და მიღებული ზომების დროულად ასახვა შესაბამის ელექტრონულ საშუალებებში (114, ქოლცენტრი, ელ.ფოსტა და სხვა). შესასრულებელი სამუშაოების სხვა სტრუქტურულ ერთეულზე გადაცემის მიზნით ტელეფონოგრამების შედგენა/გადაგზავნა;
** გეგმური/არაგეგმური შემოწმებების აღრიცხვა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, მიღებული ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის რეგისტრაცია/დაარქივება და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა;
** შემოსული კორესპონდენციის შესრულების ვადების კონტროლი, პასუხის მომზადება და კანცელარიის პროგრამაში ატვირთვა;
** სამსახურებრივი/მოხსენებითი ბარათების მომზადება და არსებული წესის შესაბამისად დარეგისტრირება/გადაგზავნა;
** სხვადასხვა ელექტრონულ ბაზებსა და პროგრამებში (SAP, RS.GE და ა.შ) ინფორმაციის დროულად ასახვა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** ბილინგის მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნით (კატეგორიის ცვლილება, აბონენტის გაუქმება/გააქტიურება, მარშრუტების ცვლილება და ა.შ) საჭირო დოკუმენტებისა და ინფორმაციის შეგროვება, დადგენილი წესით შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა;
** საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადების ხელშეკრულების მომზადება და ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ბილინგის მონაცემთა ბაზაში ასახვა;
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
ანაზღაურება: კონკურენტული
დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://my.te.ge/
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 13 აპრილი
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "თბილისი ენერჯისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით ან / და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.
შპს "თბილისი ენერჯი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|