Робота для біженців з України
პროდუქტისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ელკო დისტრიბუშენი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
"Elcore Georgia" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერის (IT & ტექნიკის პროდუქციაზე) თანამდებობაზე.

ლოკაცია: თბილისი
რეჟიმი: სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ

"Elcore" არის საერთაშორისო დისტრიბუტორი IT ტექნიკის, სამომხმარებლო ელექტრონიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების მიმართულებით. კომპანია ოპერირებს 2006 წლიდან და წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის 11 ქვეყანაში.

ჩვენი პარტნიორები არიან სისტემური ინტეგრატორები, კორპორატიული რესელერები, საცალო სავაჭრო ქსელები, e-commerce კომპანიები, სერვის პროვაიდერები და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები.

საქართველოში მიმართულების გაფართოებასთან ერთად კომპანია ეძებს Business / Product Manager-ს საქართველოში, რომელიც პასუხისმგებელი იქნება Finished Goods მიმართულების (მონიტორები, UPC პრინტერები და სხვა მოწყობილობები) განვითარებასა და IT პროექტების მართვაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ კონკურენტული ანაზღაურება, ბონუსები და ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის პორტფელის და ბაზრის ანალიზი
** ახალი პროდუქტების დანერგვა და მათი სასიცოცხლო ციკლის მართვა
** Finished Goods გაყიდვების არხების განვითარება საქართველოში
** IT პროექტების დაგეგმვა და განხორციელება
** პროექტების რეგისტრაცია ვენდორებთან და მათი კოორდინაცია
** კომერციული წინადადებების მომზადება და ფასების პოლიტიკის მართვა
** მოლაპარაკებების წარმოება საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან
** ახალი პარტნიორების მოძიება და არსებული პარტნიორული ქსელის განვითარება
** სასაწყობე ნაშთების და პროდუქტის ბრუნვის კონტროლი

საქმიანი თვისებები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (IT ან ტექნოლოგიურ სექტორში)
** პროექტების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა
** ძლიერი ანალიტიკური უნარები
** მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარი
** სტრატეგიული და კომერციული აზროვნება

რას გთავაზობთ:

** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო
** საინტერესო პროექტები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** ოფიციალური დასაქმება და დროული ხელფასი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (1 საათიანი შესვენებით)
** კომფორტული სამუშაო ადგილი ოფისში
** დრესკოდის გარეშე სამუშაო გარემო
** დამატებითი დასვენების დღე წელიწადში
** კორპორატიული ღონისძიებები

შერჩევის ეტაპები:

** საწყისი კონტაქტი HR მენეჯერისგან (ტელეფონით ან ონლაინ შეხვედრა)
** პოზიციის დეტალური განხილვა
** ინტერვიუ მენეჯერთან
** სამუშაო შეთავაზება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@elcoregroup.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე