Робота для біженців з України
B2B კლიენტებთან ურთიერთობისა და გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B კლიენტებთან ურთიერთობისა და გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ელკო დისტრიბუშენი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
"Elcore Georgia" აცხადებს ვაკანსიას B2B კლიენტებთან ურთიერთობისა და გაყიდვების მენეჯერის (IT დისტრიბუცია) თანამდებობაზე.

ლოკაცია: თბილისი
რეჟიმი: სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ

"Elcore" არის საერთაშორისო IT დისტრიბუტორი, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს და დღეს უკვე წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის და აზიის 11 ქვეყანაში.

კომპანიის პორტფელი მოიცავს IT ტექნიკას, სამომხმარებლო ელექტრონიკას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და IT სერვისებს.

ჩვენთან თანამშრომლობენ:

** სისტემური ინტეგრატორები
** კორპორატიული რესელერები
** საცალო ქსელები
** e-commerce პლატფორმები
** სერვის პროვაიდერები

Elcore-ის მისიაა პარტნიორებს უზრუნველყოს პროგნოზირებადი, სტაბილური და მომგებიანი ბიზნესის განვითარებით.

საქართველოში მიმართულების გაფართოებასთან ერთად ვეძებთ B2B კლიენტებთან ურთიერთობისა და გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გამოირჩევა შედეგზე ორიენტირებული მუშაობით, ძლიერი კომუნიკაციით და პარტნიორული ქსელის ზრდის უნარით.

რას გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** კარიერულ და პროფესიულ ზრდას გამოცდილ Product და Sales გუნდში
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** თანამედროვე და სრულად აღჭურვილ ოფისს

ძირითადი მოვალეობები:

აქტიური გაყიდვები და პარტნიორული ქსელის განვითარება

** ინდივიდუალური გაყიდვების გეგმების შესრულება
** რეგულარული შეხვედრები, პრეზენტაციები და მოლაპარაკებები პარტნიორებთან
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და მის მიხედვით შეთავაზებების ჩამოყალიბება
** არსებული კლიენტების განვითარება და cross/up-sell შესაძლებლობების აღმოჩენა
** ახალი პარტნიორების მოძიება და ბაზის გაფართოება

კომერციული შეთავაზებების მართვა

** ფასების სიების მომზადება და გაგზავნა
** განახლებული ფასებისა და აქციების კომუნიკაცია პარტნიორებთან
** კომერციული წინადადებების მომზადება Product/Business Manager-თან ერთად
** პროექტული ფასების, სპეციალური პირობებისა და დისკაუნტების შეთანხმება

გაყიდვების და ფინანსური მაჩვენებლების კონტროლი

** თვიური და კვარტალური გაყიდვების გეგმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა
** გარიგებების მარჟის კონტროლი
** დებიტორული დავალიანების მონიტორინგი
** ვადაგადაცილებული დავალიანების მართვა და პროცესზე აქტიური მუშაობა

ოპერაციული პროცესების მართვა

** სრული შეკვეთა-მიწოდების ციკლის მართვა
** მიწოდების ვადების კონტროლი და საწყობთან ეფექტური კომუნიკაცია
** მუშაობა შიდა სისტემებში (AX, CRM)
** კოორდინაცია ლოჯისტიკისა და ფინანსურ გუნდებთან

თანამშრომლობა პროდუქტის გუნდთან

** ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და შესრულება Product/Business Manager-თან
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების და მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის გაზიარება
** ახალი პროდუქტების დანერგვის პროცესში მონაწილეობა
** საკვანძო კლიენტებთან აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა

მოთხოვნები:

** B2B გაყიდვების გამოცდილება (სასურველია IT დისტრიბუციაში ან ტექნოლოგიურ სფეროში)
** მოლაპარაკებებისა და საქმიანი კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** KPI-ებზე, გეგმებზე და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება
** ფასების ფორმირების, მარჟისა და საბაზრო პრინციპების ცოდნა
** დებიტორული დავალიანების მართვის პრაქტიკული გამოცდილება
** CRM სისტემებსა და Excel-თან მუშაობის უნარი
** პროკტიულობა, ანალიტიკური აზროვნება და მაღალი პასუხისმგებლობა

ძირითადი კომპეტენციები:

** აქტიური გაყიდვები
** მოლაპარაკების უნარი
** გაყიდვების დაგეგმვა და შესრულება
** დებიტორული დავალიანების ეფექტური მართვა
** კლიენტზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობა Product Manager-თან

სამუშაო პირობები:

** ოფიციალური დასაქმება
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (1 საათიანი შესვენება)
** კომფორტული და თანამედროვე სამუშაო სივრცე
** თავისუფალი დრესკოდი
** კორპორატიული ღონისძიებები

შერჩევის ეტაპები:

1. HR-ის საწყისი კონტაქტი (ტელეფონით ან ონლაინ ინტერვიუ)
2. პოზიციის დეტალური განხილვა
3. შეხვედრა ხელმძღვანელთან
4. საბოლოო შეთავაზება

როგორ შემოიტანოთ კანდიდატურა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@elcoregroup.com. სათაურში მიუთითეთ: "B2B Sales Manager - Elcore Georgia".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე