Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=707760&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი - სადახლო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: დუთი ფრი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
კომპანია "დუთი ფრი ჯორჯია" წარმატებით ოპერირებს საქართველოში 15 წელზე მეტია და წარმოდგენილია ქვეყნის თითქმის ყველა სახმელეთო საზღვარზე თავისი მაღაზიებით.

"დუთი ფრი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ვაკანტური პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
მისამართი: სადახლოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორია

თანამდებობის მოკლე აღწერა:

გაყიდვების კონსულტანტი არის კომპანიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის თანამშრომელი, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებელზე. მისი ძირითადი ამოცანაა, მომხმარებლის საჭიროებების სწორად განსაზღვრა და მათი დაკმაყოფილება პროფესიონალური მომსახურებით, პროდუქციის დეტალური ცოდნითა და ინდივიდუალური მიდგომით.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ხარისხიანი და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის, ასევე არსებული აქციების შესახებ;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართვა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა, განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.);
** მაღაზიის პროდუქციის პერიოდულ აღწერაში/ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** სალაროს ოპერაციების შესრულება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება (უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად).
** გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
** ქართული და/ან რუსული ენის ცოდნა; სომხური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული და პროფესიული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@dfg.ge

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით და რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "დუთი ფრი ჯორჯია" თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და 2 წლის განმავლობაში შეინახავს თქვენს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებსა და პერსონალურ ინფორმაციას მომავალში პოტენციური დასაქმების შემოთავაზების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია