Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: დიზი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
კომპანია "დიზი ლიზინგი" არის ავტო ლიზინგის სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილ და ხელმისაწვდომ ფინანსურ გადაწყვეტილებებს ავტომობილის შესაძენად.

კომპანია ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და წარმოდგენილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე და პროფესიონალი გუნდის განვითარებაზე.

"დიზი ლიზინგი"-ს სამუშაო გუნდი ვეძებთ ახალ თანამშრომელს გაყიდვების ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე, თვეში 2 შაბათი 10:00-დან 16:00-მდე;
ანაზღაურება: 750 ლარი + ბონუსი (700 ლარი) ;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სისტემაში შემოსული ლიდების დამუშავება და პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** მომხმარებლებისთვის ავტო ლიზინგის პირობებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება;
** მომხმარებლებთან პროფესიული და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მინ 1 წელი;
** ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა და ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი სწავლის უნარი და მოტივაცია გაყიდვების სფეროში განვითარებისთვის;

გუნდის წევრს ვთავაზობთ:

** დაზღვევა;
** მეგობრული და პროფესიონალი გუნდი;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე hr@dizi.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე