|
დასახელება:
საიტ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბაუმერი
|
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საიტ მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** ობიექტზე მიმდინარე საინჟინრო-სამონტაჟო სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა, კოორდინაცია, ზედამხედველობა და მართვა;
** სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის კოორდინაცია და შესრულების მიმდინარეობის მუდმივი მონიტორინგი;
** შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი პროექტთან, სამუშაო ნახაზებთან, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და სპეციფიკაციებთან;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი დადგენილი ტექნიკური სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად;
** ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** პროექტის ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება, ასევე სამშენებლო მოედანზე ბოლო რევიზიის აქტუალური დოკუმენტაციის გამოყენების კონტროლი;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად სამუშაოების მიმდინარეობისა და ხარჯების კონტროლი, რესურსების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე არსებული მასალების, მოწყობილობებისა და სხვა რესურსების მონიტორინგი;
** ობიექტის მომარაგების პროცესის დაგეგმვა და საჭირო მასალების შესყიდვისთვის პროექტ მენეჯერისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება;
** პროექტთან დაკავშირებული რისკებისა და მიმდინარე პრობლემების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება პროექტ მენეჯერისთვის;
** ქვეკონტრაქტორებთან და საზედამხედველო ორგანოებთან სამუშაო კომუნიკაციის წარმოება;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესის შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა პროექტის მენეჯერთან.
მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება (სასურველია სამშენებლო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის ცოდნა;
** MS project-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|