Робота для біженців з України
პროექტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტ მენეჯერი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** საინჟინრო პროექტების განხორციელების დაგეგმვაში აქტიური ჩართულობა - სამუშაოების გეგმა-გრაფიკის, ბიუჯეტისა და საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა.
** პროექტის განხორციელების სრული ციკლის მართვა - სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი.
** პროექტში ჩართულ ქვეკონტრაქტორებთან და დამკვეთთან ეფექტიანი სამუშაო ურთიერთობა და სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ვადების, ხარისხისა და ბიუჯეტის კონტროლი.
** შესყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა და პროექტის უზრუნველყოფა საჭირო მასალებითა და შესაბამისი მომსახურებებით.
** საჭირო მასალების ფასების შეთანხმება და პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისი, ხარჯთეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.
** პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და პროგრესის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.
** პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი საკითხებისა და რისკების მართვა.
** შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესის ორგანიზება და დამკვეთთან კომუნიკაცია.
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და შესაბამისი სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

** სამშენებლო ან საინჟინრო სფეროში მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (საინჟინრო პროექტებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან არქიტექტურის მიმართულებით;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: Microsoft Project, MS Office;

:დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე