Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=707713&print=yes&view=jobs
 
IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: აიტიკრაფტი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
"ITCraft"-ი აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე

"ITCraft" - IT სერვისების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ბიზნეს სექტორს მომსახურების ფართო სპექტრს ვთავაზობთ, მათ შორისაა: IT აუთსორსინგი, ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები, კიბერუსაფრთხოება და საკონსულტაციო მომსახურება.

ვეძებთ კადრებს რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან განვითარებაზე IT სფეროში.

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლების კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული და აპარატურული მხარდაჭერა, შესაბამისი პრობლემების აღმოფხვრა
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია
** ელ ფოსტის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამართვა
** ინტერნეტ კავშირის მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Windows ოპერაციული სისტემის ფუნქციონირების სიღრმისეული ცოდნა
** პერიფერიული მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა
** ქსელის მუშაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა
** ელექტრონული ფოსტის მუშაობის პრინციპების ცოდნა
** ინგლისურად ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვა

პიროვნული თვისებები:

** დისციპლინა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პოზიტიური კომუნიკაბელურობა

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას
** მეგობრულ, მოტივირებულ და გუნდურ გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** საბონუსე სისტემას

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-დან 18:00-მდე

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: Hr@itcraft.ge. გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურში წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია